aWaris avtonomiuri respublika  
  
 
 
 
 
 

qedis municipaliteti
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

geografia

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდ. აჭარისწყლის დიდი ნაწილი (42 კმ.), აღსანაიშნავია ასევე მდ. მერისი. ქედის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ქობულეთის, აღმოსავლეთით - შუახევის, დასავლეთით - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის მუნიციპალიტეტს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქობულეთ-ჩაქვის ქედი.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ კმ-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 16 760 (2014). ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი მწვერვალია ღომა (2441 მეტრი).

buneba

უნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეულობა. ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ-წაბლნარი. კარგადაა განვითარებული ქვეტყე (შქერი, იელი, თხილი, მოცვი, წყავი). დამახასიათებელია გარეული მსხალი, ვაშლი, კაკალი, ბალი, ზღმარტლი, ხურმა, ტყემალი. ზემოთ ვრცელდება შერეული ტყეები და წიწვოვნები, მცირე მონაკვეთზე სუბ-ალპური და ალპური მცენარეულობა. ტყიანობის მიხედვით ქედის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აღსანიშნავია ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. ქვედა მახუნცეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად გავრცელებული მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტი – ურთხელი და კოლხური ბზა. წიფლნარ და წაბლნარ ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, კავკასიური ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, ზღარბი, გველებიდან ანკარა და ცხვირრქოსანი გველგესლა; მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბულბული, ტოროლა, შაშვი, ძერა, კაჭკაჭი. მდინარეებში გვხვდება წვერა, კალმახი, ღორჯო.

ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში 1500 მმ. კლიმატი მიახლოებულია სუბტროპიკულთან.

adgilobrivi erTeulebi

ქედის მუნიციპალიტეტში შედის 11 ადმინისტრაციული ერთეული (1 სადაბო და 10 სასოფლო თემია) და 64 დასახლებული პუნქტი (1 დაბა და 63 სოფელი).

1) დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლება: დაბა ქედა

2) ქედის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ქედა, არსენაული, აქუცა, გულები, ზენდიდი, კორომხეთი, ორცვა, შევაბური, ცხემნა, ძენწმანი, ხუნკუდა.

3) დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დანდალო, ბალაძეები, გოგიაშვილები, მოსიაშვილები, ტაკიძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები.

4) დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დოლოგანი, ჭალახმელა, ჭინკაძეები.

5) ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზვარე, ვაიო, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები.

6) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზედა მახუნცეთი, ქვედა მახუნცეთი, ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, ზუნდაგა, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქოსოფელი.

7) მერისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მერისი, გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური სიხალიძეები.

8) ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ოქტომბერი, აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, მეძიბნა.

9) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: პირველი მაისი, ზედა აგარა, ქვედა აგარა, კოლოტაური.

10) ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ცხმორისი, ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები.

11) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: წონიარისი, აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, ტიბეთა.

demografia

წლები 1959 1970 1979 1989. 1991 2002 2014 2021 2022 2023
მოსახლეობა 17 204 19 065 19 232 19 928 19 100 20 024 16 760 16 700 16 612 16 537

eTnukuri jgufebi

ადმინისტრაციული

ერთეული

მოსახლეობა ქართველები რუსები უკრაინელები სხვა
რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა %
ქედის მუნიციპალიტეტი 16 760 16 747 99,92 5 0,03 3 0,02 5 0,03
დაბა ქედა 1 510 1 504 99,6 3 0,2 2 0,13 1 0,07
ქედას თემი 1 988 1 986 99,9 1 0,05 1 0.05 0 0
დანდალოს თემი 1 961 1 960 99,95 0 0 0 0 1 0,05
დოლოგანის თემი 781 780 99,87 0 0 0 0 1 0,13
ზვარის თემი 1 346 1 346 100 0 0 0 0 0 0
მახუნცეთის თემი 2 121 2 119 99,91 1 0,05 0 0 1 0,05
მერისის თემი 1 132 1 132 100 0 0 0 0 0 0
პირველი მაისის თემი 1 213 1 213 100 0 0 0 0 0 0
ცხმორისის თემი 2 605 2 604 99,96 0 0 0 0 1 0,04
წონიარისის თემი 1 250 1 250 100 0 0 0 0 0 0

religia

რელიგია 2014
რაოდენობა %
ქრისტიანობა 5 235 31,24
–საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 5 235 31,24
–სომხური სამოციქულო ეკლესია 0 0
–კათოლიკური ეკლესია 0 0
–იეჰოვას მოწმეები 0 0
–პროტესტანტიზმი 0 0
ისლამი 10 411 62,12
ეზიდიზმი 0 0
იუდაიზმი 0 0
სხვა რელიგიები 0 0
არარელიგიურობა 624 3,72
უარი პასუხზე 342 2,04
რელიგია არ არის მითითებული 136 0,81
სულ 16 760 100

 

qedis - soflebi

qedis - foto galerea

რეგიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ქედა
კოორდინატები 41°35`52″ ჩ. გ. 41°56`33″ ა. გ.
ფართობი 452 კმ²
ფართობი 825.1 კმ²
მოსახლეობა 16 760 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 37,08 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,92 %
რუსები 0,03 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მუსლიმები 62,1 %
მართლმადიდებლები 31,3 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 425
სიმჭიდროვე 6100
ოფიციალური საიტი http://keda.gov.ge/


 

ქედის გერბი ქედის დროშა

 

RirSesaniSnaobebi

ციხე-სიმაგრეები

ცივასულას ციხეგულების ციხესაღორეთის ციხეკავიანის ციხეზენდიდის ციხე.

ქვისთაღოვანი ხიდები

დანდალოს ხიდიმახუნცეთის ხიდიმიწის ხიდიჯაიმელას ხიდი.

მუზეუმები

ქედის ისტორიული მუზეუმიფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი.

ეკლესიები

ზვარის წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.

ასევე

ქვის უძველესი საწნახელები